Tuesday, May 4, 2010

საქართველოს ნაკრძალები




1. პროექტის სახელი: საქართველოს ნაკრძალები.
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ნაკრძალის სახელწოდებებს, განიხილავენ თითოეული მათგანის გეოგრაფიულ მდებარეობას.
3. პროექტის სრული აღწერა: დაადგინონ და მოიძიონ ნაკრძალის სახელწოდება და მათი მნიშვნელობა, გააცნობიერონ თუ რატომ მოხდა ამ ტერიტორიის ნაკრძალად გამოცხადება. წარმოადგენენ მათ ღირსშესანიშნაობებს, გადაიღებენ სურათებს, შექმნიან სტენდებს და რაც მთავარია, ბავშვებს განუვითარდებათ კვლევის, შედარების, ანალიზის უნარი, ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ საკუთარი ქვეყნის ტურისტულ რესურსებზე.
4. მოსწავლეთა ასაკი: 14–15 წელი.
5. ვადები: 4 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშვალებით. ნაკრძალთა შესწავლის საფუძველზე დადგენა რა განაპირობებს საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის მინიჭებას. ჩანახატემის შესრულება, ფოტო გამოფენენის მოწყობა, კედლის გაზეთის გამოშვება.
7. მოსალოდნელი შედეგები: თითოეული ამ ნაკრძალის სრულყოფილი შესწავლა ნათელ წარმოდგენას შეუქმნის საქართველოზე, როგორც ტურისტული ქვეყნის მნიშვნელობის მხარეზე. მოპოვებული მასალებით და ფოტოებით შესაძლებელია ბლოგის შექმნა, მოეწყობა გამოფენა.
8. სარგებელი სხვისთვის: მოხდება საქართველოს და სხვა ქვეყნის ნაკრძალების შედარება და საქართველოს ბიმრავალფეროვნების შესწავლა.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
გეოგრაფია: I. ადგენენ ნაკრძალის გეოგრაფიულ მდებარეობას და საზღვრებს.
II.იკვლევენ კლიმატს და ზღვის დონიდან ნაკრძალის მდებარეობას.
ბიოლოგია: I .მოსწავლეები სწავლობენ ნაკრძალში დაცულ მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს.
12.პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა გოგალაძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: x.gogaladze@gmail.com